ქუთაისში ფიფას სტანდარტების შესაბამისი სტადიონი აშენდება. ამის შესახებ დღეს ქუთაისში ბრიფინგი გამართეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ.
მათი განცხადებით ქუთაისის "ტორპედოს" ახალი სტადიონი სამ ვარსკვლავიანი იქნება და მისი გამოყენება საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში გამოდის. ლაშა მაქაცარია იმედოვნებს, რომ ახალი სტადიონი წარმატებას მოიტანს და ქუთაისს კვლავ ეყოლება გუნდი უმაღლეს ლიგაში.