"ჩვენ ერთად მოვნახავთ ძალას და შევძლებთ პატიებას. ჩვენ არა მარტო პატიების, ბრალის აღიარებისა და მონანიების ძალაც შეგვწევს", - განაცხადა გორში "ქართული ოცნების" აქციაზე ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ბოდიშია მოსახდელი ქართველი და ოსი დედებითვის და ამვე დროს დასალოცია ქართულ-ოსური ოჯახები, რომელიც ამ მხარეში ბუნებრივი მოვლენა იყო.
" ქართველ დედებს კიდევ ერთხელ მოვუხდით ბოდიშს, ჩვენ ვეფხისა და მოყმის შემქმნელი ხალხი ვართ, ჩვენ სამძიმარს ვეტყვით ოს დედებს, დავეხმარებით მათი უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილების მოძებნაში, ჩავატარებთ სამართლიან გამოძიებას, გამოვასწორებთ, რისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. მომავალშიც", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ "გზას დავულოცავთ ქართულ-ოსურ ოჯახს, რომელიც ბუნებრივი იყო ამ მხარეში".
ივანიშვილის გგანცხადებით, ქართველებმა და ოსებმა ერთად უნდა შეძლონ ურთიერთობის აღდგენა.