"საქართველოს დასავლური ორიენტაცია, ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატო-ში არის ჩვენი სტრატეგიული არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ჩვენ ვერ ავირჩევთ ჩვენს მეზობლებს", - განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გორში მიმდინარე აქციაზე.
მისივე თქმით, საქართველოს მიუხედავად ყველაფრისა, მოუწევს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება.
"რუსეთის მიმართ ჩვენი პოზიცია იქნება კორექტული, მაგრამ პრინციპული, განსხვავებით ამ ხელისუფლებისგან, რომელიც უპრინციპოა და არაკორექტული", - განაცხადა ივანიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვფიქრობ, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში "ქართული ოცნება" შეძლებს ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე დააბრუნოს.
"ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საერთო ენას აფხაზებთან და ოსებთან", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.