"საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს, ქართლი კი ყველა კუთხის გამაერთიანებელი, ერთიანი საქართველოს შემკვრელია. სიტყვა საქართველოც ქართლიდან მოდის და იმის დასტურად, რომ ქართლში იქმნებოდა საქართველოს ისტორია, მარტო უფლისციხე, ყინწვისი და ატენის სიონიც იკმარებდა", - განაცხადა ივანისვილმა.
ივანიშვილის თქმით, დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებულ გორს ბევრი განსაცდელი უნახავს და ბევრი გასაჭირიც გადაუტანია, მაგრამ დღემდე მტკიცედ დგას, როგორც საქართველოს ერთიანობის, სიმტკიცისა და გაუტეხლობის სიმბოლო.
ბიძინა ივანიშვილი, 2008 წლის ომსაც შეეხო და ღნიშნა, რომ "უკვე ოთხი წელი გადის, ეს იარა ვერ შუშდება, ამ ჭრილობას სულის შებერვით ვერ მოაშუშებ, მას არც ტკივილის გაყუჩება უშველის".
"ამ ჭრილობას სასწრაფოდ უნდა ვუმკურნალოთ, რათა პირი შეკრას და შეხორცდეს. უკვალოდ მის გაქრობას, ვერავინ დაგვპირდება, დაღუპულებს ვერავინ გაგვიცოცხლებს, დაღუპულებს ვერავინ დაგვიბრუნებს", - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის მოწოდებით აქციის მონაწილეებმა ომში დაღუპულებს წუთიერი დუმილლით მიაგეს პატივი.