"ქართული ოცნებისთვის" ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პარტიებისთვის შთავაზებული ქცევის წესების შესახებ დეკლარაცია მისაღებია, თუმცა როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ განაცხადა, დეკლარაციაში რამდენიმე პუნქტი დასაზუსტებელია.
,,დეკლარაციის შესახებ, საბოლოო გადაწყვეტილება ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოზე იქნება მიღებული. თუმცა დეკლარაციაში, რაც პრინციპების დონეზეა გაცხადებული, ჩვენთვის მისაღებია, Mმაგრამ ცალკეულ პუნქტებთან დაკავშირებით პოზიციების დაზუსტებაა აუცილებელი. კერძოდ, მეოთხე პუნქტთან მიმართებაში, არჩევნების შედეგების ცნობის ნაწილში. თუმცა ვფიქრობ, შეთანხმება შესაძლებელია, რადგან ის პრინციპები, რაზეც დეკლარაციაშია საუბარი, ,,ქართული ოცნებისთვის" მისაღებია. პრინციპში დეკლარაციაში საუბარია იმაზე, რაც მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისედაც აკრძალულია", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნოდ ქცევის წესების შესახებ სპეციალური დეკლარაცია შესთავაზა.