საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ასევე ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის სახალხო არტისტი, ოპერის სოლისტი ცისანა ტატიშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილ ხელოვანებს ცისანა ტატიშვილის დამსახურებაზე ესაუბრა და ყურადღება მის განსაკუთრებულ ნიჭზე გაამახვილა.