კონსტიტუციის # 2-ში მდებარე მეორე კლინიკური საავადმყოფოს შენობაში, სადაც ნაწილში დევნილები ცხოვრობენ, რამდენიმე ოჯახი შეიჭრა.
როგორც იქ მცხოვრები დევნილები აცხადებენ, აღნიშნულ ოთახებში ადრე სტომატოლოგიური კლინიკა "დენტივერი" იყო. ახლა ოთახები განთავისუფლდა და იქ ახალი ოჯახები შევიდნენ. ოჯახის წევრები მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად არიან ჩაკეტილი და აცხადებენ, რომ ოთახებს არ დატოვებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
კორპუსში მცხოვრები სხვა დევნილები აცხადებენ, რომ თუ აღნიშნულ ოთახებში შესულ ოჯახებს დატოვებენ, თავადაც მოითხოვენ ბინების დაკანონებას.