ყაზბეგის გამგებელმა ვიქტორ სუჯაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც სუჯაშვილი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება მან პირადად მიიღო და ვერ აკონკრეტებს, სამომავლოდ სად გააგრძელებს საქმიანობას.
"საკუთარი სურვილით წამოვედი. აქვე, ამავე სოფელში ვრჩები და აქ გავაგრძელებ მუშაობას", _ განაცხადა "მაესტროსთან" ყოფილმა გამგებელმა.