კანადის პროვინცია ბრიტანული კოლუმბიის მცხოვრებმა კრისტიან ტერენმა 26-კილოიანი სოკო იპოვა.
62 წლის მამაკაცმა გიგანტური სოკო შვილის კომპანიაში სეირნობისას აღმოაჩინა. მამა-შვილმა გიგანტური კოსო ახლობლებსა და მეგობრებს უჩვენეს და ეგონათ, რომ გიგანტური სოკოს პოვნით რეკორდი დაამყარეს. სპეციალისტებმა მპოვნელებს ურჩიეს, ის საკვებად არ გამოეყენებინათ.
რეკორდულად ყველაზე დიდი სოკო, რომელიც 48 კილოს იწონიდა, უკრაინაშია ნაპოვნი.