შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ფოთის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და შავი ზღვის სამსახურის ფოთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის მე-8 ნავმისადგომთან, ზღვის დაბინძურების ფაქტზე (ჰიდრავლიკის ზეთის ზღვაში ჩაღვრა) მოლდავეთის დროშით მცურავი არასამხედრო გემი "YUKKA" დააკავეს.
გემის კაპიტნის, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქის, MYKOLA PETROV-ის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილით.
MYKOLA PETROV-ს, ფოთის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 249 ლარის ოდენობით, რომელიც მის მიერ იქნა უზრუნველყოფილი. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.