"ქართუ ბანკის" ახალ სამეთვალყურეო საბჭოში ვლადიმერ უგულავასთან ერთად ფინანსისტები ირაკლი ზარქუა და რიონ ცაციაშვილი იქნებიან, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ბანკის დირექტორატის ყოფილმა წევრმა გოჩა ჩიკვილაძემ განაცხადა.
როგორც ჩიკვილაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე "ქართუს" სალარო ცარიელია და ბანკს მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა.
ჩიკვილაძის განმრტებით, დღეს ვერც "ქართუ" ბანკის საცავი გაიხსნა, რადგან მასზე პასუხისმგებელი პირი მანანა ნადირაძე გათავისუფლებულია თანამდებობიდან.
შეგახსენებთ, რომ "ქართუ ჯგუფის" ახალ მმართველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ვლადიმერ უგულავა დაინიშნა, რომელმაც "ქართუ" ბანკის პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი და დირექტორატის რვა წევრი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.