დღეს, 13 ივლისს, 21:00 საათზე ბათუმის პიაცას მოედანზე ლათინური ცეკვის საღამო გაიმართება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ცეცხლოვანი ცეკვებითა და მუსიკით შექმნილი გარემო სტუმრებს დაუვიწყარ საღამოს ჰპირდება.
15 ივლისს პიაცას მოედანზე მდებარე ინგლისურ ი ლუდის ბარი "Quiet Woman" 1 წლის იუბილის აღსაღნიშნად განსაკუთრებული საღამოსთვის ემზადება. ცოცხალი მუსიკასთან ერთად იგეგმება 1 კასრი ლუდის გათამაშება, კონკურსი, სტუმრების დაჯილდოება და სადღესასწაულო ფეირვერკი.