აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის ლაუნჯ-ბარების გასართობი ღონისძიებების პროგრამას ავრცელებს. დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირის N35-ში მდებარე ლაუნჯ-ბარი "Rendez-vous" ზაფხულის მანძილზე არაერთ საინტერესო ღონისძიებას შესთავაზებს ქალაქის სტუმრებს. 14 ივლისს საღამოს მუსიკალურად გააფორმებს დიჯეი კასპერი და ურბან გროუვი.
15 ივლისს ბათუმის ერთ-ერთი კოლორიტული კაფე-ლაუნჯი "CLOUD 9" 1 წლის იუბილის აღსაღნიშნად სპეციალურ მუსიკალურ საღამოს გეგმავს. ლაუნჯი სტუმრებს ქრისტინე მარკიაშვილის ცოცხალ მუსიკასა და დიჯეი მიშო ურუშაძის გაფორმებულ საღამოს შესათავაზებს.
13-14 ივლისს განსაკუთრებულ პროგრამას გვთავაზობს ლაუნჯ-ბარი „რაი", სადაც საღამოს 10:00 საათიდან დიჯეი ლულუ მუსიკალურად გააფორმებს საღამოებს, ხოლო ლაუნჯის სტუმრებს სპეციალურ ფასებსა და მენიუს შესათავაზებენ.