14 და 15 ივლისს, ვარდების რევოლუციის მოედანზე, დაგეგმილი „თბილისის ლუდის ფესტივალი“, რომელიც კომპანია „ნატახტარი“ ორგანიზებით იმართება და წელს უკვე მესამედ უნდა ჩატარებულიყო ორგანიზატორების განცხადებით, მოსალოდნელი უამინდობისა და ძლიერი წვიმების გამო ერთი კვირით გადაიდო. მსგავსი მასობრივი ღონისძიების ჩატარება აზრს კარგავს, რადგან შეუძლებელი იქნება ყველა სტუმრისა და ფესტივალზე დასწრების მსურველის დატევა სპეციალურ გადახურულ ადგილებში.
თბილისის რიგით მესამე ლუდის ფესტივალი 21-22 ივლისს ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები