იტალიის მთავრობის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი 2013 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ არჩევნებზე ქვეყნის პრემიერის თანამდებობისათვის ბრძოლას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. ბერლუსკონის ამ განზრახვის შესახებ განცხადება, მისი საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ ფაბრიციო ჩიკიტომ გააკეთა.
სილვიო ბერლუსკონის იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა უკვე სამჯერ ეკავა და გასული წლის ნოემბერში იგი გადადგა.