"დემოკრატიული მოძრაობა" გმობს მედიაზე ზეწოლის ნებისმიერ ფაქტს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არსებული რეჟიმი კვლავ აგრძელებს სადამსჯელო ღონისძიებების გატარებას თავისუფალ მედიაზე, რათა შეუზღუდოს საქართველოს მოსახლეობას ობიექტური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.
მოქმედმა ხელისუფლებამ ე.წ. „მასთ ქერის" პრინციპის გატარების მცდელობით კიდევ ერთხელ დაადასტურა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კატასტროფული მდგომარეობა.
ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში ხელისუფლება ცდილობს ინფორმაციის მიღება ხელმისაწვდომი გახადოს, ჩვენს ქვეყანაში არსებული ძალადობრივი რეჟიმის პირობებში, კი რეალურად ოპოზიციურ ძალებს სულ უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვთ მიაწვდინონ ხმა საქართველოს მოსახლეობას. ამის კიდევ ერთი მაგალითია 2012 წლის 11 ივლისს ტელეკომპანია „მაესტროს" ანტენების დაყადაღება, რაც პიარ კამპანიას "მაესტრო ყველა ოჯახში", ემსახურებოდა და არა წინასაარჩევნო აგიტაციას.
„დემოკრატიული მოძრაობა" შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და მიმართავს არასამთავრობო სექტორსა და დიპლომატიურ კორპუსს, რათა განხორციელდეს მონიტორინგი და გატარდეს ქმედითი ღონისძიებები, რომ არ მოხდეს ტელეკომპანია „მაესტროს" მაუწყებლობის შეზღუდვა.