მამა შვილი ალექსანდრე და გიორგი დარჯანიები გვიან ღამით, ვარკეთილში უცნობმა პირმა ცივი იარაღით დაჭრა. ალექსანდრე დარჯანიანს ერთი ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის არეში, ხოლო მის შვილს კისრის არეში აღენიშნებოდა. დაჭრილებს პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა აღმოუჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულებს სახლთან ახლოს მაღაზია ჰქონდათ და შელაპარაკებაც მაღაზიასთან დაკავშირებით წარსულში არსებულმა კონფლიქტმა გამოიწვია.
.
დაზარალებულების სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.