"ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს ბანკის" აქციების ახლად დანიშნული მმართველი ვლადიმერ უგულავა "ქართუ ბანკის" დირექტორატის წევრებსა და "ქართუ ჯგუფში" შემავალი კომპანიების თანამშრომლებს ხვდება.
მისივე თქმით, უკვე მომავალი კვირიდან გახდება ცნობილი ახალი გუნდის შემადგენლობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე "ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს" ბანკის აქციების მმართველად ვლადიმერ უგულავა დანიშნა, რომელმაც ნოდარ ჯავახიშვილი და ბანკი ,,ქართუს" დირექტორატის წევრები დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა.