სირიის ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, სამთავრობო ჯარებმა სოფელ ტრემესეხში, ხამას პროვინციაში, 200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.
ოპოზიციის განცხადებით, სოფელს ვეტმფრენებიდან გააუხსნეს ცეცხლი, რის შემდეგაც სამათვრობო ჯარების ქვეითი დანაყოფები სოფელში შევიდნენ და ადგილობრივი მოსახლეობა დახოცეს.
დახოცილთა რაოდენობა ორასს აღემატება. ამავეე დროს ხელისუფლების ჯარებმა ქალაქ ხომსში 22 ადამიანი მოკლეს.
ხომსის რევოლუციური საბჭოს წევრმა სააგენტო როიტერს განუცხადა, რომ სოფელ ტრემესეხში მოკლულთა უმეტესობა მშვიდობიანი მოსახლეობაა. რამდენადაც ცნობილია სოფელს ამბოხებულები აკონტროლებდნენ და სამთავრობო ძალები შეეცადნენ სოფელში კონტროლის აღდგენას.
დამასკოში, იდლიბში და ხამაში ტრემესეხში მომხდარი მკვლელობების გამო მასობრივი დემონსტრაციები გაიმართა.
სირიის სახელმწიფო მედიასაშუალებების ინფორმაციით, მომხდარი ვანდალიზმი ოპოზიციის მომხრეების ჩადენილია, რომლებიც ცდილობენ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომამდე დაძაბონ ვითრება.
შეგახსენებთ, რომ სირიაში მიმდინარე 16-თვიანი დაპირისპირების განმავლობაში, გაეროს მონაცემებით, დაღუპულია 15 ათასზე მეტი ადამიანი.