შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-10 დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალის პირდაპირი ტრანსლაცია შედგა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში. გამოვლინდა 2011 წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები, 9 ნომინაციის მიხედვით. კონკურსის ფინალურ ეტაპზე წარდგენილი იყო 42 წიგნი.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია "საბა" 2003 წელს დაფუძნდა. საპრემიო ფონდი 40 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს თიბისი ბანკი გადასცემს.
„საბას" წლევანდელი გამარჯვებულები:
წლის საუკეთესო პროზაული კრებული - ბესო ხვედელიძე, „წითელი".
ამ ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ:
1. ზვიად კვარაცხელია, ყიფლიბანდი (ინტელექტი)
2. ზურაბ ლეჟავა, სინაღდე სიყალბისა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
3. მიხო მოსულიშვილი, მადლის ქვა (სიესტა)
4. დავით ქართველიშვილი, 6 სიზმარი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
5. ცირა ყურაშვილი, ხიზნები კომანის მონასტერთან (ინტელექტი)
6. ბესო ხვედელიძე, წითელი (საუნჯე)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული - პაატა შამუგია, „დაუჯდომელი".
ამ ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ:
1. ცირა ბარბაქაძე, უცხოქალაქი (უნივერსალი)
2. ელგუჯა მარღია, ნაბადი (სვეტი)
3. პაატა შამუგია, დაუჯდომელი (სიესტა)
4. ვაჟა ხორნაული, სიტყვები - სიყვარულის თვალები (თობალისი)
5. კატო ჯავახიშვილი, ჭუპრი (საუნჯე)
წლის საუკეთესო რომანი - აკა მორჩილაძე, „Obole".
ამ ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ:
1. ზაზა ბურჭულაძე, გასაბერი ანგელოზი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
2. აკა მორჩილაძე, Obole (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
3. ირაკლი სამსონაძე, ლეას-საათი (ინტელექტი )
4. ზურაბ ქარუმიძე, მელია ტულეფია: Foxtrot (სიესტა)
წლის საუკეთესო დებიუტი - სალომე ბენიძე, „მოხსენებითი ბარათი" და ეკატერინე ტოგონიძე, „ანესთეზია".
ამ ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ:
1. ეკატერინე ახვლედიანი, ორჰან ფამუქის „უმანკოების მუზეუმი" (დიოგენე)
2. სალომე ბენიძე, მოხსენებითი ბარათი (ინტელექტი)
3. ნინო გუგეშაშვილი, ფეისკონტროლი (დიოგენე)
4. ჯაბა ზარქუა, ვარმშტადური პარადოქსი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
5. უჩა ზაქაშვილი, ხელით ნაქსოვი თოჯინები (საუნჯე)
6. სანდრო ნავერიანი, არგენტინული პიტბული (სიესტა)
7. გიორგი ოქროპირიძე, ლექსები (გამოიცა ავტორის ხარჯით)
8. სალომე სულაბერიძე, ჰამალ (არეტე)
9. ეკატერინე ტოგონიძე, ანესთეზია (საუნჯე)
წლის საუკეთესო თარგმანი - დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტი".
ამ ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ:
1. მაია ბადრიძე, რობერტ მუზილის „უთვისებო კაცი", წიგნი II (დიოგენე)
2. ლევან ბერძენიშვილი, არისტოფანეს "კომედიები", ტომი IV (ლოგოს პრესი)
3. ნათელა გავაშელი, ჩესლავ მილოშის „ისას დაბლობი" (ინტელექტი)
4. ქეთი ქანთარია, ჰენრი დევიდ თოროს „უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება" (სიესტა)
5. ბელა შალვაშვილი, ფირდოუსის "შაჰნამე" (ნეკერი)
6. გივი შახნაზარი, ნაჰაპეტ ქუჩაკის "ას ერთი ჰაირენი" (ექსკლუზივ პრინტი)
7. ხათუნა ცხადაძე, უმბერტო ეკოს „ვარდის სახელი" (დიოგენე)
8. დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
წლის საუკეთესო პიესა - ლაშა ბუღაძე, „ნავიგატორი".
ამ ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ:
1. გურამ ბათიაშვილი, მოქმედი პირნი და შემსრულებელნი (ლიტ. პალიტრა)
2. ლაშა ბუღაძე, ნავიგატორი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
3. გურამ მეგრელიშვილი, ნაღალატევ ქმართა პირველადი დახმარებისა და მოღალატე ცოლთა რეაბილიტაციის ცენტრი (დიოგენე)
წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა - გიორგი მაისურაძე, „ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები".
ამ ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ:
1. რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი მეოცე საუკუნე (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
2. ნოდარ გრიგალაშვილი, თანმდევი სული (ახალი საქართველო)
3. გიორგი მაისურაძე, ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
4. დათო ქარდავა, ტუალეტში საკითხავი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - ლევან ბრეგაძე, „ლიტერატურული (გამო)ძიებანი".
ამ ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ:
1. ივანე ამირხანაშვილი, თავისუფლების პარადოქსები (ინტელექტი)
2. ლევან ბრეგაძე, ლიტერატურული (გამო)ძიებანი (არტანუჯი)
3. მაკო ჯანჯიბუხაშვილი, მითის პოეტური ტრანსფორმაცია გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში (წყაროსთვალი).
ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის პრიზი მწერალ რეზო ჭეიშვილს გადაეცა.
„თიბისი" ბანკმა სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა კონკურსის ორგანიზატორები - მაია ძირკველიშვილი და რატი ამაღლობელი.