სოფელ კარალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"2012 წლის 12 ივლისს სოფელ კარალეთში მოხდა ინციდენტი, კოალიცია "ქართული ოცნების" მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა ფიზიკურ შეხლა-შემოხლა. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და პოლიციის მიერ ხორციელდება მომხდარ ფაქტში მონაწილე პირების იდეტინფიცირება.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავებულობა, ნებისმიერი მოქალაქის ქმედება მოქცეული უნდა იყოს კანონიერების ფარგლებში", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.