სირიის ელჩმა ერაყში ნავაფ ფარესმა განაცხადა, რომ იგი სირიის ხელისუფლების ქმედებების გამო პროტესტის ნიშნად ოპოზიციის მხარეს გადავიდა.
ნავაფ ფარესი მმართველი პარტაი "ბაასის" წევრია. ადრე იგი სირიაში რამდენიმე ქალაქის გუბერნატორის თანამდებობას ასრულებდა.
ეს პირველი შემთხვევაა სირიაში, როდესაც მაღალჩინოსანმა დიპლომატმა ოპოზიციის მხარეს გადასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ სირიელი გენერალი მანაფ ტლასი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ვაჟი სირიიდან პარიზში გაიქცა.