სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ოპოზიციასთან გარადამავლი ხელისუფლების საკითხზე მოლაპარაკებებისთის მთავრობის წარმომადგენელი დანიშნა. ამის შესახებ გაეროს სპეციალურმა წარგზავნილმა სირიაში კოფი ანანმა განაცხადა.
მისი თქმით, ასადი მზადაა განიხილოს გარდამავალი ხელისუფლების საკითხი.
"მან დამისახელა ადამიანი და მე ვაგრზნობინე, რომ მინდა ამ ადამიანის შესახებ ვიცოდე უფრო მეტი", - განუცხადა ჟურნალისტებს ანანმა.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს გაეროს უშიშროების საბჭო სირიასთან მიმართებაში.
ანანის განცხადებით, გარდამავალი მთავარობის გეგმას ემხრობა ირანის ხელისუფებაც.
შეგახსენებთ, რომ სირიაში მიმდინარე დაპირისპირებას გარეოს მონაცემებით 15 ატასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.