გერმანიის ებრაული და მუსულმანური ორგანიზაციები გაერთიანდნენ წინდაცვეთის წესის შესანარჩუნებლად.
გასულ თვეს კიოლნის სასამართლომ დაადგინა, რომ ბიჭების წინდაცვეთა მათთვის სხეულის მძიმე დაზიანების მიყენების ტოლფასია.
გერმანიის რამდენიმე ებრაული და მუსულმანური ორგანიზაცია სასამართლოს დადგენილების წინააღმდეგ გამოვიდა.
ისინი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ეს რიტუალი მათი რწმენის საფუძველს წარმოადგენს და მისი სამართლებლივი დაცვა მოითხოვეს.
კიოლნის სამამართლოს გადაწყვეეტილება, რომელიც გერმანიის მთელ ტერიტორიაზე არ ვრცელდება მკაცრად გააკრიტიკეს ისრაელის პარლამენტში.
მასალის გამოყენების პირობები