17-22 ივლისს აჭარა "ბათუმის ბლექ სი ჯაზ ფესტივალი 2012 "-ს (Black Sea Jazz festival 2012) უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში ჯაზის მოყვარულებისთვის არაერთი საინტერესო კონცერტი და გასართობი საღამო იგეგმება. ბათუმის ქუჩებში მოძრავი მუსიკალური უფასო კონცერტებით ჯგუფი "Men in Brass"-ი გაუმასპინძლდება ქალაქის მაცხოვრებლებსა და მის სტუმრებს.
20 ივლისს ბათუმის ტენისის კორტებზე მსმენელის წინაშე წარდგება ლეგენდარული გიტარისტი ჯონ სკოფილდი (John Scofields Hollowbody Band), ბაჩა მძინარაშვილის კვინტეტი რენ ბარეტთან ერთად. ფესტივალის საჩუქარი ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის წელს ჯგუფი ბლექ აიდ ფისის წევრი დიჯეი ტაბუ იქნება. 21 ივლისს ბათუმის ტენისის კორტებზე მსმენელის წინაშე წარდგება ვირტუოზი პიანისტი ჯოი კალდერაცო და ბექა გოჩიაშვილის ვარსკვლავური სექსტეტი.
22 ივლისს ფესტივალს ბრაზილიური მუსიკის ცოცხალი ლეგენდა სერჟიო მენდესი დახურავს. კონცერტების ბილეთები იყიდება როგორც ონლაინრეჟიმში, ისე თბილისის ფილარმონიის სალაროებში. http://www.blackseajazz.ge/