14 ივლისს, 17:00 საათზე, "კავკასიურ სახლში" (გალაკტიონის 20) გარდაცვლილი პოეტისა და ჭედურობის ოსტატის, რევაზ უჩინოს (კახიძის) ახალი პოეტური კრებულის "ღვთიური პარადოქსი" პრეზენტაცია და მისივე ჭედურობების გამოფენა გაიმართება.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, "საღამოზე თავის ლექსების ნაწილს წაიკითხავს ავტორი, ცოცხლად, ვიდეოს მეშეობით".