მოსკოვის კუზნეცოვოს ტაიონის სასამართლომ 45 წლის ქართველ "კანონიერ ქურდს", ასლან ქობულაძეს, რომელიც კრიმინალურ წრეებში "ასლან ბატუმსკის" ზედმეტსახელითაა ცნობილი, განაჩენი გამოუტანა. ქობულაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვის გამო 6 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის მკაცრ რეჟიმის კოლონიაში მოხდით მიესაჯა.
ქობულაძე მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლებმა გასული წლის აპრილში დააკავეს. გამოძიების დასაწყისში "კანონიერმა ქურდმა" სულიერად დაავადებულად სცადა თავის გასაღება და ამის გამო მას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ორჯერ ჩაუტარდა. სერბსკის ინსტიტუტში დადგინდა, რომ მას ნორმისგან არავითარი გადახრა არ აღენიშნება.
გავრცელებული ინფორმავიით, ადრე ქობულაძემ შეძლო და თავი აარიდა სასჯელს, ვინაიდან თავს სულიერად დაავადებულად ასაღებდა. ამან მის ე.წ. ქურდულ კარიერას კინაღამ წერტილი დაუსვა.
90-იანი წლების დასაწყისში ქობულაძეს მეუღლე ანჰიდრიდით მოიწამლა და გარდაიცვალა. მისი კუბო ქობულაძეს ზონაში მიუტანეს. როგორც ამბობენ, ამან მის ფსიქიკაზე იმოქმდა და იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქობულაძე იქიდან გაიქცა, რის გამო ქურდებმა გაკიცხეს. შედეგად, ასლანის "ნათლიამ", ასევე ცნობილმა ბათუმელმა ე.წ. ქურდმა ზური ცინცაძემ, მას ე.წ. არაქურდული საქციელისთვის ეს "წოდება" ჩამოართვა.
დაახლოებით 10 თვის განმავლობაში იმყოფებოდა ქუბულაძე "კანონიერი ქურდის" სტატუსის გარეშე და მხოლოდ ბადრი კოღუაშვილმა შეძლო ზურის დარწმუნება, მისთვის "ტიტული" დაებრუნებინა.