სამართალდამცავებმა ლილოში ქლორის გაჟონვის ფაქტთან დაკავშირებით, ,,სენტიმენტ ჯიემსის" ხელმძღვანელი  გოჩა ყულეჭიშვილი დააკავეს. შსს ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ქლორის ავზის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი იყო. 
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მომხდართან დაკავშირებით  სამართალდამცავებმა  ,,კრისტალის" ხელმძღვანელი  ლევან დაუთაშვილიც დააკავეს და მას სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.