იაპონიაში დღეს 5,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი კუნძულ ჰონსიუზე იყო. ბიძგების გამო სარკინიგზო მიმოსვლა ტოკიო-ნიიგატას ჩქაროსნულ მაგისტრალზე შეწყდა. მიწისძვრამ ელექტროენერგიის გათიშვაც გამოიწვია.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 00:49 საათზე დაფიქსირდა. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სპეციალისტთა განმარტებით, ცუნამის საშიშროება არ არსებობს.