ლიტერატურული პრემია „საბას" რიგით მე-10 დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება 12 ივლისს, 21:30 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. ცერემონიალის პირდაპირი ტრანსლაცია შედგება ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
დასწრება შესაძლებელია ძველი მოსაწვევებით, რომლებიც სტუმრებს 9 ივლისისათვის დაურიგდათ. ერთი მოსაწვევით ცერემონიაზე დასწრებას შეძლებს რამდენიმე ადამიანი.
შეგახსენებთ, დაჯილდოებაზე გამოვლინდება 2011 წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები, 9 ნომინაციის მიხედვით. კონკურსის ფინალურ ეტაპზე წარდგენილია 42 წიგნი.