დღეს ბათუმში ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთ პოარტნიორობის სამიტი გაიმართება, აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკეტმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ სამიტში რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
"დღეს ბათუმში იქნება ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი, რომელშიც მონაწილეობას რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს",- განაცხადა პრეზიდენტრის პრესსპიკერმა და აღნიშნა, რომ სამიტის დასრულების შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერება ხელი.
"სამიტის ფარგლებში გაიმართება პლენალური შეხვედრა, სადაც ხელი მოწერება რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს რის შემდეგ ერთობლივი პრესსკონფერენცია გაიმართება",- განაცხადა მანჯგალაძემ.