11-12 ივლისს საქართველოში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა- ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები".
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანგლააძემ განაცხადა, კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითია.
"კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითია. მასში მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები. მათ შორის - გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტესი და მოლდოვას პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ ფილატი. ასევე ევროპარლამენტარები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების არასამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები", - განაცხადა მანჯგფალაძემ.
მისივე თქმით, კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტიც მიიღებს.
"კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, რაც შეეხება თემების სპექტრს საკმაოდ ვრცელია",- განაცხადა მანჯგალაძემ.