სადაზღვევო პოლისების დარიგება საქართველოს მასშტაბით 15-16 ივლისიდან დაიწყება. როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა პოლისების დარიგება უკვე 1-ელ სექტემბერს დასრულდება.
"15-16 ივლისს სადაზღვეო პოლისების დარიგება დაიწყება. პენსიონერთა ის ნაწილი, რომელიც პენსიას "ლიბერთი ბანკში" პოლისს პენსიასთან ერთად აიღებს. ნაწილი ვისთანაც ლიბერთი ბანკის მეშვეობით პენსია სახლში მიქონდათ ამ პოლისს სახლში მიიღებს. ასეთივე მომსახურეობა ექნებათ იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც მომსახურების ამ ფორმით სარგებლობენ. რაც შეეხება ბავშვებსა და სტუდენტებს ისინი პოლისებს საქართველოს ფოსტის მომსახურებით მიიღებენ , რეგისტრირებული მისამართის მიხედვით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც პენსიას არ იღებენ დაზღვევის პოლისს სოფიალური მოიმსახურების სააგენტოს ნებისმერ რაიონულ სერვის-ცენტრში მიირებენ",- განაცხადა მანჯგალაძემ. რომელმაც აღნიშნა, რომ სადაზღვეო პოლისების დარიგება 1-ელ სექტემბერს დასრულდება.
"პოლისების დარიგება ეტაპობრიბად მოხდება და უკვე პირველი სექტემბრისთვის პროცესი იქნება დასრულებული იმისათვის, რომ მათ სადაზღვეო პაკეტით ისარგებლონ და ის გამოიყერნონ საკუთარი ჯანმრთელობისათვის",- განაცხადა მანჯგალაძემ.