პრეზიდენტის რწმუნებულად შიდა ქართლში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე სულხან სიბაშვილი დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტრის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ახალ რწმუნებულს შიდა ქართლში დღეს საქართვედლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარადგენს.
"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დღეს შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობაზე ადმინისტრაციის უკვე ყოფილ მოადგილეს სულხან სიბაშვილს წარადგენს. "- განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა სულხან სიბაშვილს დაწინაურება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
"მინდა მივულოცო მას დაწინაურება"- განაცხადა მანანა მანჯგალაძემ და აღნიშნა, რომ შიდა ქართლის უკვე ყოფილი რწმუნებული გიორგი ტატიშვილი თუ რა თანამდებობას დაიკავებს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
"რაც შეეხება გიორგი ტატიშვილს ის სად განაგრძობს თავის საქმიანობას უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი"- განაცხადა პრესპიკერმა.