დღეს , 10 ივლისს ფესტივალი „არტ-გენი 2012"-ის მეოთხე რეგიონალურ ტურს გურია უმასპინძლებს.
როგორც "ჯი-ეიჩ*-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, ჩოხატაურში, კერძოდ კი გორაბერეჟოულის ტყე-პარკში წარმოდგენილი იქნება გურიის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, რეწვა და ზეპირსიტყვაობა.
ფესტივალის რეგიონალური ტური 12 ივლისს ფოთში, მალთაყვას ტყე-პარკში დასრულდება. 21 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით „არტ-გენი"-ს შემაჯამებელი 9 დღიანი დასკვნითი ნაწილი კი ტრადიციულად თბილისში, გ. ჩიატაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება.
წლევანდელი ფესტივალის თემაა "გაუფრთხილდი ოჯახს" , რაც გულისხმობს ყველა ღირებული ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას.
ფესტივალი არტ-გენი უკვე მეცხრე წელია წარმატებით ტარდება ჯგუფი "არტ-გენი"-ის ორგანიზებით და მის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქართული ფოლკლორის და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაცია.