პრინც კლაუსის ფონდისა და კულტურული მემკვიდერობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი „ისტორიალი" იკვის XII საუკუნის ფრესკების კონსერვაციას განახორციელებს პრინც კლაუსის ფონდის "სასწრაფო რეაგირების პროგრამის" ფარგლებში საქართველოში უკვე მესამე პროექტი ხორციელდება. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრ "ისტორიალთან" პარტნიორობით, ფონდმა 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული და გადამწვარი ნიქოზის სასახლე აღადგინა. 2012 წელს ალავერდში მდინარე შავკაბას ხევის გაწმენდითი სამუშაოები დააფინანსა.
საერთაშორისო ფონდის ყურადღების ცენტრში აღმოჩენილი იკვის წმ. გიორგის XI საუკუნის ტაძარი მდინარე შაბწყალას მარჯვენა ნაპირას მდებარეობს. ტაძარი "ნახევრადთავისუფალი ჯვრის" ტიპს განეკუთვნება.
ტაძრის რელიეფი, გუმბათის გამორჩეულად მაღალი ყელი, ტაძრის თლილი ქვით შემოსილი ფასადები - გაფორმებული მდიდარი ორნამენტული მოტივებითა და თვალსაჩინო თაღედებით მნახველზე განსკათურებულ შთაბეჭდილებას ახდენს.
ტაძრის არქიტექტურულ ნაწილში გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაობი გასულ წელს განხორციელდა. გამაგრდა აღმოსავლეთ, სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადები, შეიცვალა გადახრვა. ახლად გადახურულ ტაძარში და გამომშრალ ინტერიერში უძველესი მხატვრობის გადარჩენის ეტაპი დადგა. XII-XIII საუკუნის მხატვრობა, სადაც საუფლო, ათორმეტ დღესასწაულთან ერთად ყურადღებას წმინდა გიორგის ცხოვრების ამსახველი სცენები იპყრობს, შესრულების მაღალი დონითა და არაჩვეულებრივი ოსტატობით გამოირჩევა.
ფრესკების გადაუდებელი კონსერვაციის ფარგლებში მოხდება, კედლის მხატვრობის გაწმენდა მარილებისგან და მტვრისგან, თაბაშირის ქიმების შეცვლა, ბათქაშის ნაკლული ადგილების შევსება, ფერწერული ფენის გამაგრება,; ამჟმად მიმდინარეობს სარკმელების განახლება, ღიობების შემინვა, და მორყეული ქვების გამაგრება.
საგულისხმოა, რომ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ისტორიალის პროექტები მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სფეროს ექსპერტთა ჯგუფის მოწონებას იმსახურებს. ტიმოთესუბნის ტაძრის ინტერიერში განხორცილებული ფრესკების საუკეთესო კონსერვაციისთვის, „ისტორიალი" სფეროს უმაღლესი ჯილდოს პრემია „ევროპა ნოსტრას" მფლობელია.