რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ელჩებსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მოსკოვში განაცხადა, რომ ლიბიის სცენარის სირიაში განმეორება დაუშვებელია. იგი გამოვიდა მოწოდებით აიძულონ კონფლიქტში ჩართული მხარეები დიალოგის გზით მშვიდობიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება შეიმუშავონ.
"ჩვენ ვხედავთ თუ რამდენად წინააღმდეგობრივად და დისბალანსურად მიმდინარეობს რეფორმების პროცესი ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. ხოლო ლიბიის ტრაგიკული მოვლენები ალბათ ყველას თვალწინ უდგას და რა თქმა უნდა მათი განმეორების დაშვება არ შეიძლება", _ განაცხადა პუტინმა და აღნიშნა: "უნდა გაკეთდეს მაქსიმალურად ყველაფერი იმისათვის, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეები იძულებული იყვნენ გამოიმუშავონ მშვიდობიანი პოლიტიკური გადაწყვეტა ყველა სადავო საკითხისა და ამ დიალოგს ხელი უნდა შევუწყოთ".
"რა თქმა უნდა ასეთი სამუშაო ძალიან რთულია და ფაქიზი, ვიდრე უხეში ძალადობრივი ჩარევა, მაგრამ მხოლოდ მას შეუძლია ხანგრძლივვადიანი დარეგულირების უზრუნველყოფა და რეგიონში სიტუაციის სტაბილური განვითარება... და სირიის სახელმწიფოში", - განაცხადა პუტინმა.