რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს მოსკოვში აშშ-ს, ევროკავშირისა და იაპონიის მსოფლიო ლიდერობის ეროზიის შესახებ განცხადება გააკეთა.
"ისეთი ეკონომიკური ლოკომოტივების როგორებიც არიან აშშ, ევროკავშირი და იაპონია ლიდერობის ეროზია აფერხებს გლობალური განვითარების დინამიკას და ხელს უშლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაძლევის საიმედო ვარიანტებს გაჩენას", _ აცხადებს ვლადიმერ პუტინი.
"ჯერ ჯერობით არ შეინიშნება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაძლევის საიმედო ვარიანტების გაჩენა, მეტიც, პერსპექტივები სულ უფრო და უფრო საგანგაშო ხდება, ევროზონის ვალები და მისი ჩაცურება რეცესიისკენ - აისბერგის მხოლოდ მწვერვალია იმ აისბერგისა, რომელიც გადაუჭრელი სტრუქტურული პრობლემებისგან შედგება", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.