საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბოლო დროს გავრცელდა შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები ცდილობენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით ჩამოართვან კომენტარი მოქალაქეებსა და თანამდებობის პირებს.
"ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები და ოპერატორები ყოველთვის მუშაობენ მაუწყებლის შესაბამისი არხების (პირველი ტელე, მეორე ტელე, რადიო ერთისა და რადიო ორის) სიმბოლიკით აღჭურვილი მიკროფონებითა და კამერებით.
შესაბამისად, მაუწყებლის სიმბოლიკის გარეშე მომუშავე ჟურნალისტები არ წარმოადგენენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს და მათთვის მიცემული კომენტარებისა და ინტერვიუების შინაარსზე მაუწყებელი პასუხს არ აგებს.
ზემოთ მოყვანილი ფაქტების განმეორების შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელი დაასახელებს აღნიშნული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს და წარმოადგენს დამადასტურებელ ფაქტებს", - აღნიშნულია მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.