იტალიელმა ხელოვნებათმცოდნეება აღმოაჩინეს მიქელანჯელო კარავაჯოს დაახლოებით ასამდე აქამდე უცნობი ნახატი და სურათები. როგორც სააგენტო ANSA იტყობინება, ნამუშევრები შექმნილია 1584-1588 წლებში, როცა მილანში ახალგაზრდა მხატვარი ხატვას სწავლობდა.
ახალგაზრდა კარავაჯოს ნახატები და სურათები აღნოჩენილია მხატვრის სიმონე პეტერცანოს მოსწავლეების ნამუშევართა შორის, იმ სახელოსნოში სადაც მომავალი ოსტატი 13 წლიდან სწავლობდა.
აღმოჩენილი ნამუშევრები 700 მილიონ ევროდ ფასდება. აქამდე უცნობი ნამუშევრები გამოქვეყნდება ორი იტალიელი ექსპერტის ელექტრონულ წიგნში, რომელიც კარავაჯოს ადრეულ შემოქმედებას ეძღვნება.