სამართალდამრღვევად ცნო და შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით ბაციკაძეს დაეკისრა 135.750 ლარის გადახდა, ზაალ გოგსაძეს - 60 ათასი ლარის, გიგა ბუკიას - 77.250, გივი რამაზაშვილს - 80 ათასი ლარის, ბიძინა გუჯაბიძეს - 150 ათასი ლარის, კახა ჩაკვეტაძეს - 93.460 ლარის, ლევან ჩიჩუას - 24.987, ლევან ჩქარეულს - 20 ათასი ლარის, მარინა ნადირაძეს - 57.400 ლარის, ირმა დავითაძეს - 78.365, ავთანდილ დავითაძეს - 114.192, გიორგი მოსიაშვილს - 125.350, მაია თანიაშვილს - 24.986, ირაკლი ჭუბაბრიას - 79.145, ბეჟან ედიშერაშვილს - 25 ათასის, ბადრი ცინცქილაძეს - 40.100, ალექსანდრე შალამბერიძეს - 40.250.
მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, სამართალდამრღვევებმა აღნიშნული თანხა სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებიდან შვიდი დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. რაც შეეხება ადვოკატებს, ისინი ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ, რისთვისაც მათ სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 72 საათი აქვთ.