აშშ-ში მაღალი სიცხის გამო, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე მეტი მოიცვა, 42 ადამიანია დაღუპული.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადგილას სიცხის გამო რკინიგზის რელსებმა დეფორმაცია განიცადა, გზებზე ლღვება ასფალტი.
ბოლო ორი დღის განმავლობაში სიცხემ ყველა რეკორდი მოხსნა. სინოპტიკოსები ორშაბათიდან ტემპერატურის კლებას ვარაუდობენ, თუმცა ქარიშხლებს წინასწარმეტყველებენ.
მთელ რიგ რაიონებს ჯერაც არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, რომელიც გასულ კვირას უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო შეწყდა.
გარდაცვლილთა შორის უმეტესობა ასაკოვანი ადამიანია, რომელთა სახლებში ელექტროენერგიის არქონის გამო კონდენცირების სისტემა არ მუშაობდა.
10 ადამიანია გარდაცვლილი ჩიკაგოში, 20 ვირჯინიისა და მერილენდის შტატებში. გარდაცვალების ფაქტები დაფიქსირებულია ვისკონსში, ოჰაიოში, პენსილვანიაში, ტეხასში.
ინდიანაში დაიღუპა 4 წლის ბავშვი, რომელიც მშობლებმა მაქანაში ხანგრძლივი დროით დატოვეს.
შაბათს ვაშინგტონში ტემმპერატურა 41 გარდუსი იყო, ხოლო სენტ ლუისში და მისურიში 46 გრადუსი.