კაჭრეთში გვიან ღამით მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ორი კი მძიმედ დაშავდა. თბილისიდან კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ტრაქტორს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპა მანანა მირიანაშვილი.
ავტომანქანის მძღოლი და მანქანაში მჯდომი ერთი ადამიანი სხვადასხვა დაზიანებებით გურჯანიის საავადმყოფო გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.
მომხდართან დაკავშირებით მიმიდინარეობს გამოძიება. საქმეს კახეთის საპატრულო პოლიცია იძიებს.