სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა ლიბიის ტერიტორიის სირიის მხრიდან ნაღმმტყორცნებით დაცხრილვის შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაცხრილულია სოფელი ხალიდი, რომელშიც სირიიდან გამოქცეული ლტოლვილები სახლობენ.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიაში ლიბანის გავლით ბოევიკების გადასვლა ხდებოდა, იმისათვის რათა მათ არასამთავრობო ფორმირებებთან ერთად ბრძოლაში მონაწილეობა მიეღოთ.
სირიაში შეტაკებები უკვე ერთ წელზე მეტია გრძელდება. გაეროს მონაცემებით სირიაში უკვე დაღუპულია 12 ათასი ადამიანი.