დაღესტნის დასახლება ლენინკენტის მცხოვრებლებმა პოლიციის 15 თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციელებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია პოლიციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი მცხოვრებლები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ორგანოების თანამშრომლებისათვის პოლიციელზე თავდასხმის გამოძიების საქმეში, რომელიც ახლახანს მახაჩყალაში მოხდა.
დაცხრილვის შედეგად ერთი პოლიციელი გარდაიცვალა. დაღესტნის შს სამინისტრო ამ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ დაუდასტურებს.