დღეს, 7 ივლისს, 20:00 საათზე, თბილისში იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში, ანჩისხატის ეკლესიის მგალობელთა გუნდის ფონზე პოეტ სევარიონ ნადირაძის საღამო გაიმართება (ალგეთის შესახვევი №1).
პოეტ სევარიონ ნადირაძეს ექიმებმა დაუსვეს დიაგნოზი: კორონარული არტერიების დაავადება და სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია, სამწუხაროდ, თანხების მოძიება ძალიან გართულდა.
თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის მზევინარ ხუციშვილის განცხადებით, ნადირაძის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიებები ტარდება და იყიდება სევარიონ (სოსო) ნადირაძის ახალი მინირომანი "ფქვილდსაფქვილ სიარული".