თბილისის საქალაქო სასამართლო შპს ,,კრისტალის" ხელმძღვანელის ლევან დაუთაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით, შეფარდების საკითხე მსჯელობს.
შეგახსენებთ, ლევან დაუთაშვილს სამართალდამცავებმა ბრალი , სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 288-ე მუხლებით წაუყენეს, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შპს "კრისტალი", რომელმაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტენდერში გაიმარჯვა საჯარო რესტრის 2011 წლის 22 ნოემბერს დარეგისტრირდა.
კომპანიის იურიდიული მისამართია ბოლნისი, დ. კაზრეთი, № 97/3, ბ. 83. შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოების 100-პროცენტიანი წილი ლევან დათუაშვილს ეკუთვნის.
შეგახსენებთ, რომ ლილოში რკინის ცილინდრი მწყობრიდან გამოვიდა და თხევადმა ქლორმა გაჟონა.შემთხვევის შედეგად 80 ადამიანი მოიწამლა. ამ დრომდე მძიმეა 18 წლის ლაშა ნარიმანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მასალის გამოყენების პირობები