პაპუა ახალ გვინეაში კანიბალების ჯგუფმა მოკლა და შეჭამა რვა ადამიანი და ადგილობრივი მოსახლეობა შეაშინა. ამის გამო მრავალი მათგანი არჩევნებზე არ წავიდა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილები აცხადებენ, რომ ჩადენილი ქმედებით მათ ჯადოქარ-თვითმარქვიებისაგან თავის დაცვა უნდოდათ, რომლებიც იქ სახლდებიან და ავადმყოფ ადამიანებს ფულს სძალავენ.
პოლიციის მონაცემებით, ამ შემზარავ დანაშაულში მონაწილეობა 12 კანიბალმა მიიღო. პრაქტიკულად ყველა მათგანი დაჭერილია.
კანიბალები ამტკიცებენ, რომ ისინი ზებუნებრივი ძალით არიან დაჯილდობულნი, რომლის მეშვეობითაც ისინი პოულობენ იმ ჯადოქრებს, რომლებიც შავი მაგიით არიან დაკავებულნი.