მოსკოვში სირიის ნაციონალური საბჭოს ახალი თავმჯდომარე აბდელ ბესსეტ სიდა და სირიის ოპოზიციის კიდევ ერთი ჯგუფის წარმომადგენელი მიშელ კინო მომავალ კვირას ჩავლენ. სირიის ოპოზიციის წარმომადგენლების რუსეთში ჩასვლის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ ორივე სირიელი ოპოზიციონერი შეხვედრებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართავენ. აღსანიშნავია, რომ სირიელი ოპოზიციონერების მოსკოვში მოსალოდნელი ჩასვლის შესახებ ადრე განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც გააკეთა.