წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე წმინდა სინოდმა ბაგრატის ტაძრის მშენებლობასთნ დაკავშირებული საკითხიც განიხილა.
სინოდის გადაწყვეტილებები ჟურნალისტებს გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ გააცნო.
მიტროპოლიტ ადნრია გვაზავას ინფორმაციით, წმინდა სინოდმა ბაგრატის ტაძრის მშენებლობასთნ დაკავშირებული საკითხიც განიხილა.
„ეკლესია მომხრეა ბაგრატის ტაძრის პირვანდელი სახით აღდგენის, მაგრამ ვინაიდან დასავლეთ მკლავის რესტავრაციასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, აუცილებელია სამუშაოები საქართველოს საპატრიარქოს, კულტურის სამინისტროსა და იუნესკოს წარმომადგენლებთან შეთანხმებული პროექტით გაგრძელდეს", - ნათქვამია განჩინებაში.